პრემიერი - ჩვენი ქვეყანა და მთავრობა მოხვდა ევროპის ოცეულში, ყველა ის სპეკულაცია და დეზინფორმაცია, რაც მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან“, გაქარწყლებულია

ჩვენი ქვეყანა და მთავრობა მოხვდა ევროპის ოცეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის სპეკულაცია და ყალბი დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რაც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“, არის გაქარწყლებული, თუნდაც ამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევებით და ანგარიშით.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანობის კუთხით და სხვა უამრავი პარამეტრია ჩამოთვლილი, ამ ინდიკატორებით ნაჩვენები არის ჩვენი ხელისუფლება და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეფექტურობა. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ბედნიერი და მოხარული, როდესაც ეს ყველაფერი კონვერტირდება და გარდაიქმნება რეალურ შედეგებად, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს