დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ რატომ დააკავეს მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ გიორგი მენაბდე

დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორი მირიან მეგრელიშვილი განმარტავს, თუ რატომ დააკავეს მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ გიორგი მენაბდე. როგორც მირიან მეგრელიშვილი აღნიშნავს, გამოძიების ეტაპზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გუგა ბარბაქაძის ჩვენება არ ჰქონდათ, რომელმაც მენაბდის წინააადეგ ჩვენება მისცა.

"ყველა გამძიებელი შემხებლობაში იყო უშუალოდ გიორგი მენაბდესთან, მასთან აქვთ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული. გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმდებებო კანონიერი და ავთენტური იყო. არაერთხელ მითქვამს, რომ გამოძიება დინამიური პროცესია და მტკიცებულებების მოპოვება გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ხდება. თავდაპირველად, როცა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა, იმ დროს საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არ არსებობდა, ეს გახლავთ მსჯავრდებულის ჩვენება, შესაბამისად, გამომძიებლებმა განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული ეჭვები და კითხვის ნიშნები ჰქონდათ გიორგი მენაბდის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ არ ჰქონდათ მტკიცებულება ჩვენების სახით, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის",- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო