მიხეილ სარჯველაძე - არავითარი წინაპირობა იმისა, რომ საკრებულოში უმრავლესობა დაიშალოს, არ არსებობს

თავს ნუ გავირთობთ უპერსპექტივო პროექტებზე მსჯელობით - დედაქალაქის მთავრობის დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი სრული ფარსია, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს აერთიანებს.

სარჯველაძე ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარი წინაპირობა იმისა, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს, არ არსებობს.

„საკრებულოს წევრებს პირადად ვიცნობ და გამოვრიცხავ მათ მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესაძლებლობას. მაღალია ინტერესი იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და უპერსპექტივობა პერსპექტიულობად გაასაღონ. არავითარი წინაპირობა იმისა, რომ საკრებულოში უმრავლესობა დაიშალოს, არ არსებობს. ასევე უპერსპექტივოა თბილისის მერად ნიკა მელიას არჩევის მცდელობები. ეს არც ერთ შემთხვევაში ასე არ მოხდება! არ მგონია, რეალისტურად გამოიყურებოდეს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ადამიანებით დაკომპლექტება, ვინც გუნდის წევრებად დასახელდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუციაში“ განაცხადა რომ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის მხარის არდაჭერის არგუმენტები საინტერესო იქნება, რადგან მისივე თქმით, როგორც კი ეს მოხდება, საკრებულოში ბევრი რამ მოხდება და „ქართული ოცნება“ დაშლის პროცესს დაიწყებს.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო