სააკაშვილის ადვოკატი ვიდეოზე - ეს კარგი ინდიკატორია, თუ როგორი დეგრადირებულია პროკურატურა, დალუქული მასალები, რომელიც ექსპერტიზას უნდა ჰქონდეს, რატომღაც კერძო კომპანიის ხელში აღმოჩნდა

ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი დეგრადირებულია პროკურატურა საქართველოში. დალუქული მასალები, რომელიც ექსპერტიზას უნდა ჰქონდეს რატომღაც აღმოჩნდა კერძო კომპანიის ხელში, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.

ადვოკატის შეფასებით, ამ დრომდე უცნობია კადრების ავთენტურობა და თავად მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ვიდეომასალა არ უნახავს.

,,ჩვენთვის უცნობია ეს კადრები ავთენტურია თუ არა, ბატონ პრეზიდენტს ეს კადრები არ უნახავს. ამ კადრებში არაფერი არ არის ისეთი, რაზეც შეიძლება ახსნა-განმარტების გაკეთება გახდეს საჭირო. ვნახოთ რა არის ამ კადრების გამოყენების მიზანი და შემდეგ შეგვეძლება მისი შეფასება”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა