გივი მიქანაძე - დადასტურდა, რომ ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული

დადასტურდა, რომ ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, დაკავშირებული არიან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ უნდა წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“.

მიქანაძე ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ.

“გვსურს საზოგადოების ყურადღება კვლავაც გავამახვილოთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე წარვუდგინეთ ინფორმაცია პირველი ტურის წინ, კერძოდ 9 და 29 სექტემბერს, რომლის საფუძველზე საჯარო წყაროებით მხილებულ იქნა 20 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც დარეგისტრირდა ცესკოს მიერ. ამ ორგანიზაციათაგან 15 აფილირებული არის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო 2 - პარტია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ბრიფინგების შემდეგ, რიგმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან მათი დისკრედიტაცია და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ერთ-ერთი ვინც მსგავსი განცხადებებით გამოირჩეოდა, გახლდათ ბ-ნ ვასილ ურუშაძე, პლატფორმა 20/20-ის ხელმძღვანელი. ორიოდე დღის წინ, კი მთელი საზოგადოება გახდა მოწმე, როგორ წარადგინა ვასილ ურუშაძე ნიკანორ მელიამ თავის გუნდის წევრად და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად. ამით დადასტურდა, რომ ბ-ნ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით და ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებული “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ არაერთხელ საჯაროდ მოვითხოვეთ, რომ ჩვენს მიერ პოლიტიკურ სუბიექტებთან აფილირებულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს განეხორციელებინათ დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება, რაც დღემდე მათ არ განუხორციელებიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ბ-ნ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიების გუნდის წევრად, მოვითხოვთ პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ განახორციელეს არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი „ხმის მცველი“. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურდა პლატფორმა 20/20-ის კავშირი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, შესაძლოა მათი საქმიანობა განხილული იყოს როგორც უკანონო შემოწირულობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით“ , - განაცხადა მიქანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს