პეტრე ცისკარიშვილი - რა პატიებაზეა საუბარი, მუხლებზე თუ დაიჩოქა და „ქოცებს“ ხელზე ეამბორა, არ გამოვა ეს ამბავი - კაცი ჩამოვიდა, სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა

გახსოვთ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რამდენად მშვიდად ჩატარდა, დაშანტაჟება, კარუსელი, ზიზღის კამპანია ხომ არ დასჭირდათ? ახლა რატომ არიან ასეთი გავეშებულები? ბანერებზე სისხლებს რომ ყრიან. გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ უკვე აგებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდანვე ცნობილია, რომ არჩევნებში სიძულვილისა და ზიზღის კამპანიაზე იდგა და დგას „ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა.

„მათ სათქმელი, საქმიანი გეგმის შეთავაზების უნარი არც წარსულში ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. 2012 წლის შემდეგ სამუშაო გეგმაზე, პროგრამაზე საუბარი არ აქვთ, იმ სეგმენტზე მუშაობენ, რომელიც არის „ანტიმიშა“. თუ გადავავლებთ თვალს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, გახსოვთ, რამდენად მშვიდად ჩატარდა. პრაქტიკულად გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ისინი თავის ძალებში დარწმუნებულები იყვნენ, რეალურად გაიმარჯვეს კიდეც. დაშანტაჟება, კარუსელი, ზიზღის კამპანია ხომ არ დასჭირდათ? ახლა რატომ არიან ასეთი გავეშებულები? ბანერებზე სისხლებს რომ ყრიან. გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ უკვე აგებენ. იმიტომ, რომ ქვეყანაში სულ სხვა რეალობა და ლანდშაფტია. 2014 წლიდან უკვე დაიწყეს მაიმუნობა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის „ტელევიზორში გამოჩენის“ ეშინია.

მიხეილ სააკაშვილს იმიტომ მალავენ, რომ მისი ტელევიზორში გამოჩენის ეშინიათ. სწორედ ამიტომ მალავენ. მალავენ იმიტომ, რომ გამოჩნდება სიტყვას იტყვის იმ საქმეზეც, რომელზეც ედავებიან და ასევე, ისაუბრებს ქართულ პოლიტიკურ დღევანდელობაზე. აშინებთ და აგიჟებთ 15-20 წუთი ტელევიზორში მისი გამოჩენა და თქვენ წარმოგიდგენიათ ის, რომ გარეთ იყოს და ჩვენთან ერთად კამპანიას ატარებდეს, მთელი „საქოცეთი“ როგორ ჩამოიშლებოდა? წინასაარჩევნოდ იმის ეშინიათ, რომ მიშას ტელევიზორში გამოსვლა და სიტყვის თქმა მათ პროცენტებს დააკარგვინებს და ოპოზიციას შემატებს. წარმოგიდგენიათ რამხელა სიმხდალე და შიში აქვთ ამ ერთი პოლიტიკოსის მიმართ?! რაც შეეხება შერიგებას, კაცი ჩამოვიდა, საკუთარი თავი გადადო, სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, ჯანმრთელობას იზიანებს იმ ბრძოლის ინსტრუმენტებით, რომელიც აირჩია, რა პატიების თხოვნაზეა საუბარი. მუხლებზე თუ დაიჩოქა და „ქოცებს“ ხელზე ეამბორა, არ გამოვა ეს ამბავი. მიშა ჩამოსულია, კარგად იცოდა სად და რა საქმეზე მოდიოდა. არც ამათი ციხის ეშინია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო