ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და „Culinary & Wine Expedition“ - ის თანაორგანიზებით საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ეწვივნენ. „Le Figaro“-ს, „AR Magazine“-ის, „Voyages“ de „Luxe“-ისა და სხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები მოინახულეს. დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ეწვივნენ მუზეუმებს.

ტურის ფარგლებში, საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტო-რეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.

„ჩვენ ვმასპინძლობთ საფრანგეთის წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მათ შორისაა „Le Figaro“-ს წარმომადგენელი. ტურის მთავარი მიზანია ჩვენი კულტურული ტურისტული პროდუქტის, გასტრონომიისა და ღვინის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. მომზადებული სიუჟეტები და სტატიები როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზრებს მოიცავს, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ღვინოს და გასტრონომიას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

„საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, ხალხი საოცრად სტუმართმოყვარეა, ქართული სამზარეულო შესანიშნავია. როგორც ფრანგი საოცრად მოვიხიბლე ქართული კერძებით. თქვენი ქვეყანა ძალიან მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა, ჩვენ ვიყავი ბორჯომში, ავედით მთებში, შემდეგ წავედით კახეთში, სადაც სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. საქართველოში ძალიან დიდი და სასიამოვნო გამოცდილება მივიღეთ“, - თქვა „Le Figaro“-ს ჟურნალისტმა, ჟან ბერნარდ კარილემ.

„ძალიან მოვიხიბლე ქართული სტუმარმასპინძლობით, ჩვენ ვიყავით საოჯახო მარნებში, შევხვდით ადგილობრივებს, დავაგემოვნეთ ქართული ღვინო. კოვიდურ პერიოდში მოგზაურები ახალი ტურისტული მარშრუტებით და საინტერესო პროდუქტების აღმოჩენით ინტერესდებიან და ამ მიმართულებით საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს. სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს აქვს საინტერესო ისტორია, მონასტერი, მაგრამ ვფიქრობ, ქართული სტუმართმოყვარეობა სხვებისგან გამორჩეულია“, - განაცხადა „Unique Experiences“-ის ხელმძღვანელმა, იზაბელა კორნეტმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში