მზია გიორგობიანი - ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არაერთი ახალი სტანდარტი შემოიტანა

ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არაერთი ახალი სტანდარტი შემოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონცემების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გლობალური ინფრასტრუქტურული მშენებლობები და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან უფრო მეტად და ხარისხიანად დაკავშირების საშუალებას იძლება.

„ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არაერთი ახალი სტანდარტი შემოიტანა. სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს გადაადგილებსა და კავშირს ევროპასა და აზიას შორის და ასეთი გლობალური ინფრასტრუქტურული მშენებლობები და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარება საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად და ხარისხიანად დავუკავშირდეთ სხვადასხვა ქვეყნებს და ახალი შესაძლებლობები შევქმნათ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 20 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა 8 პოზიციით დაწინაურდა და ლიდერობს როგორც შავი ზღვის ქვეყნებს, ასევე კავკაციის ქვეყნებს შორის. შეგფასება 180 ქვეყანას შორის 26 ინდიკატორით ხდება და ამ ინდიკატორებს შორის არის ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებაც“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. საქართველო ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო 20-ეულში დაწინაურდა. ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია შარშანდელთან შედარებით 8 ადგილით გაიუმჯობესა.

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი შვეიცარიულ-სამხრეთ კორეული ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის გლობალურ ინდექსებს 2014 წლიდან აწარმოებს. კვლევითი ცენტრი SolAbility მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ 5 ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება.

რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი ეფუძნება მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო