ირაკლი კობახიძე - არჩევნები მოვიგეთ, ბოროტმოქმედი სააკაშვილი ციხეშია, ეს ორი ფაქტორი იძლევა კარგ საფუძველს, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრდეს

9 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ 8 არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფოთში განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.

„არაერთხელ იყო იმის საშუალება, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრებულიყო, თუმცა, ყოველ ჯერზე ისინი მაინც თავის ამოყოფას და საკუთარი ბოროტი ზრახვების რაღაც დონეზე განხორციელებას ახერხებენ.

ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც როგორც ისინი აცხადებენ, ე.წ. რეფერენდუმი იყო. მათი ბელადი, ბოროტმოქმედი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ეს ორი ფაქტორი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო