გია ვოლსკი - კოალიციური მთავრობის შეთავაზება სატყუარაა - სააკაშვილი დესტრუქციული პროცესების მამამთავარია

კოალიციური მთავრობის შეთავაზება სატყუარაა, რომელიც ვერც ჩვენი საზოგადოებისთვის და ვერც საერთაშორისო საზოგადოებისთვის სარწმუნო ვერ იქნება, - აღნიშნულ შეფასებას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს.

მისივე თქმით, "ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე მუშაობს, ხოლო თავად სააკაშვილი დესტრუქციული პროცესების მამამთავარია".

"საზოგადოება იმდენად გულუბრყვილო არ არის, იფიქროს, რომ წარმოდგენილი კოალიციური მთავრობა ის ნაკრებია, რომელშიც შერჩეულია დარგების, მიმართულებების საუკეთესო ხელძღვანელები. ეს არის პოლიტიკური ფანდი, რომელიც იმ ამომრჩეველთა მოზიდვის მიზანს უკავშირდება, ვინც სხვადასხვა პარტიას უჭერს მხარს. ამავე დროს, ფაქტები გვიჩვენებს, რომ ამ პარტიებს ისედაც დაბალი რეიტინგი შეუმცირდათ და ახლა ყველა "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოეკიდა. მათ ვერ მოახერხეს იმ დანაშაულებისგან დისტანცირება, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ჩაიდინა. ეს არის რეალობა და ამ რეალობის გამოსწორება მეორე ფანჩატურის შექმნით ვერ მოხერხდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე მტკიცებით, "ეს ადამიანები არ არიან მოწოდებული იქეთკენ, რაიმე გააკეთონ და დინამიკას პოზიტიური რამ შესძინონ".

"მათ გეგმაში დემოკრატიული პროცესების განვითარება არ შედის - თავიდან ბოლომდე აწყობილი არიან დესტრუქციაზე და ერთი კაცის ინტერესებზე, როგორღაც გათავისუფლდეს და ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგეს", - განაცხადა ვოლსკიმ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ შეთავაზებული კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შეფასებისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა