გიორგი ნონიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ავტორიტარული გზავნილები თვითმმართველობისა და დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული

ირაკლი ღარიბაშვილის ავტორიტარული გზავნილები თვითმმართველობისა და დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

ნონიაშვილის თქმით, ადამიანები თავად გადაწყვეტენ, თუ ვის უნდა მიანიჭონ შესაბამისი ლეგიტიმაცია.

ირაკლი ღარიბაშვილს არავინ კითხავს, თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს არის ღიად ავტორიტარული გზავნილი დემოკრატიული იდეის წინააღმდეგ და თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ, თუ ვის აირჩევენ და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ნებისმიერი თვითმმართველობის სრული კონტროლი სურს,“ - განაცხადა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია ვერ გახდება თბილისის მერი და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებსაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ ექნებათ სამართავად შესაბამისი ბერკეტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა