მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.

„სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზირებულ საბაგიროს, ამასთნ, აქტიურად მიმდინარებს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი.

ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი 1421 მეტრი. ეს გახლავთ 10 ადგილიანი გნდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე კი დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამში, 1406 მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს. მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტის საბაგიროს კი სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. კურორტ თეთნულდზე არსებულ ერთსართულიან საკვებ ობიექზე მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომაც მოხდება მისი აღდგენა.

რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) შეეცვლება ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით. მთის კურორტები აქტიურად ემზადება ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორების მისაღებად”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა