პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, აქციას მართავენ

პარლამენტის წინ პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზემინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, აქციას მართავენ.

პედაგოგები პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ პედაგოგები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, შესაძლოა, სამსახურიდან გაუშვან.

„2021 წელს ზაფხულში პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა. აქედან გამომდინარე, შემდეგ გამოვიდა პრემიერის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ვინც ვერ გადალახავდა გამოცდაზე დადგენილ ზღვარს, ისინი დაემშვიდობებოდნენ სკოლას. სექტემბრის ნაცვლად მათ სკოლაში მუშაობის შეწყვეტა უწევთ იანვარში. მთავარი აქ ის არის, რომ სკოლას კი არა, პროფესიასაც უნდა დაემშვიდობონ. დიპლომის იგნორირების უფლება არ აქვს არავის. ვითხოვთ, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს გამოცდებში ზღვარი, არ გაუშვან სამსახურიდან და მიეცეთ საშუალება შემდგომში ნებაყოფილობით აიმაღლონ სტატუსი. ასევე, ვითხოვთ უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას", - განაცხადა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს