National Geographic Traveller აჭარაზე - აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა.

სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რეგიონში 4 სხვადასხვა დაცული ტერიტორია და ნაციონალური პარკია: მაჭახელასა და მტირალას ნაციონალური პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. უკანასკნელ სამს, ცოტა ხნის წინ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა სამეგრელოს რეგიონში მდებარე კოლხეთის ნაციონალურ პარკთან ერთად. იუნესკოს სტატუსი ბოლო წლები ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეკოსისტემის კონსერვაცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტთაგანი“, - ნათქვამია სტატიაში.

National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო. აჭარაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი რეგიონის ეკოტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებაზე კეთდება.

„აჭარის რეგიონი ბევრი სათავგადასავლო, ეკო-ტურისტული, სოფლის და ველური ბუნების შესაძლებლობის მასპინძელია. აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის. ჰაიკინგი, ჯირითი, რაფტინგი, ზიპ-ლაინი, ქემფინგი, გლემფინგი, ფრინველებზე დაკვირვება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომლითაც აჭარაში ყოფნისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატია National Geographic Traveller-ის საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დასასრულს მკითხველს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ. „იმოგზაურე აჭარაში, რომ თავად შეიგრძნო იმ ბუნებრივი სიმდიდრის მთელი დიდება, რომელსაც იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და ამით პირველია საქართველოში“, - ნათქვამია სტატიაში.

იხილეთ სტატია - https://magazine.natgeotraveller.co.uk/NGT1021FullMag/

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს