სერგო ჩიხლაძე - ჩვენ განზე არ გავმდგარვართ - კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით „სტრატეგია აღმაშენებელიც“

საბოლოოდ, კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ჩვენ განზე არ გავმდგარვართ, - ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დასახელებულ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ განზე არ დგას, არამედ სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებშიც მონაწილეობს.

„ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მიმართულებაზე ვიღაც პასუხისმგებელია, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ გვინახავს. ვფიქრობ, კიდევ უფრო ნათელი გახდება თბილისის ამომრჩევლისთვის ის განსხვავება, რაც არის მთლიანად ოპოზიციას შორის, მით უმეტეს ამ კოალიციურ წარმომადგენლობას შორის. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მუდმივად მიდის კონსულტაციები, ისე არ არის, რომ ერთმანეთს არ ვხვდებით ან ვესაუბრებით. პირიქით, გიდასტურებთ, რომ კონსულტაციები გვაქვს, ახლაც მიმდინარეობს, მერეც იქნება. არა მარტო თბილისში, მთელ ქვეყანაშიც იქნება კოალიციური მთავრობა, კოალიციური შემადგენლობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ჩვენ განზე არ გავმდგარვართ. შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიურად ვიქნებით და ვართ უკვე ჩართულები იგივე კომისიის წევრების დაკომპლექტებაში, ერთმანეთის დახმარებაში იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცალკე ნამდვილად არ ვართ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაცია არის საარჩევნო კადრების, მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების, სტრატეგიული დაგეგმარებისა და სხვადასხვა საკითხზე.

„ეს განზე გადგომა არ არის, ფუნქციების განაწილებაა“,-აღნიშნა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, პარტიებს შორის განსხვავებული მოსაზრებები პრობლემა არ იქნება.

ამასთან, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავის ამომრჩეველს ურჩევს, თბილისში ნიკა მელიას მისცენ ხმა.

„ქართული ოცნების“ მომხრეც რომ ვიყო, როგორ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს ხმა მივცეთ?! ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ეს ხომ არის გაბოროტებული ადამიანი, უწიგნური, არაკომპეტენტური და ბოღმის ნთხევით არის დაკავებული“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ეს არის ბოღმის ბუკეტი. ბოღმის გარდა, ადამიანურად რომ პატარა კაცია, ეს დამტკიცდა. პატიმარზე არ შეიძლება ამდენი ზიზღის ნთხევა. სანამ პოლიტიკოსი ხარ, ჯერ ხარ ადამიანი, მერე ხარ შენი საქმის პროფესიონალი და მერე უნდა აღგიქვა, როგორც პოლიტიკოსი. თუ არც ადამიანი ხარ, პროფესიონალურად რაც არის კი ვიცით, ამ პოლიტიკოსისგან რაღა რჩება?! კიდევ უფრო ცუდი და დამანგრეველია მისი განცხადებები“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, პრემიერის ყველა განცხადება ანტისახელმწიფოებრივია.

„ალბათ, რაღაც როლი მოარგეს ამ ადამიანს, რომ მაქსიმალური ღვარძლი, ბოღმა ანთხიოს, თუმცა, ეს მათვე დაუბრუნდებათ საწინააღმდეგოდ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ადრე, „სამეფო კარზე "კლოუნადაც" არ აიყვანდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს