გიგა ბოკერია - ღარიბაშვილის განცხადებები ოპონენტების დემონიზებისა და სიძულვილის დათესვასთან ერთად, დიდი ბოროტების მსხვერპლთა შეურაცხყოფაცაა

სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამხელა ბოროტებას ადარებ შენს ადგილობრივ ოპონენტს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივს არ სცემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს“.

„თავი რომ დავანებოთ ოპონენტების დემონიზებასა და სიძულვილის თესვას, ვერც კი ხვდებიან, უკვე მერამდენედ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ, ფაშიზმის, კაცობრიობის ისტორიაში სტალინიზმ-კომუნიზმთან ერთად ყველაზე დიდი ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას. სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამხელა ბოროტებას ადარებ შენს ადგილობრივ ოპონენტს, ეს ნიშნავს, რომ იმათ ხსოვნას პატივს არ სცემ, გაუფასურებას ახდენ ნებისმიერი ტრაგედიის. ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია, მილიონობით ადამიანი, რომელიც შეეწირა ამ ბოროტებას, არის შეურაცხყოფილი პოლიტიკური არარაობების მიერ ამ თემის ასე უტიფრად გამოყენებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „სააკაშვილი ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“ გამოდის - როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ბევრი მნახველი მიდიოდა, იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა