გუბაზ სანიკიძე - ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ

ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ, - ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "არცერთი პირობით და არანაირ ვითარებაში" შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი, გამოიყურება საკმაოდ ყოჩაღად, მოტივირებული ისედაცაა ვიცით, ფიზიკურად არის ნამდვილად ძლიერად.

საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე იყო საუბარი. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას არცერთი პირობით და არანაირ ვითარებაში და რაც მთავარია, მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს, ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ.

გამოსვლის გზებზე არ გვისაუბრია, ვისაუბრეთ იმ სიტუაციაზე, რა დღეშიცაა ქვეყანა და აქედან გამომდინარე რა შეიძლება მოხდეს და დაემართოს ამ ქვეყანას, თუ დიდხანს გაგრძელდა ამ ხელისუფლების არსებობა", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს