ადვოკატი - ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო სიუჟეტში, რომ სააკაშვილმა მაცივრით იმგზავრა 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს სამშობლო

ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები - ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა, - ასე შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურის განცხადება, რომ 20 ოქტომბერს ადვოკატებს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეო გადაღებული იყო სააკაშვილის მობილურით, რომელიც, ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი.

„უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ცხადია, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა. თავად ტელეკომპანია „იმედი“ გვიმტკიცებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.

ეს ვიდეო ერთადერთი რაზეც მეტყველებს, ტელეკომპანია „იმედი“ და პროსახელისუფლებო მედია 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მონსტრად წარმოსახვას და ამ ვიდეოში პირიქით ჩანს, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მხიარული, კეთილი. ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო ამ სიუჟეტში, რომ მაცივრით იმგზავრა 48 საათის განმავლობაში რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს, იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს საკუთარი სამშობლო, რამდენად მძიმე გზა გამოიარა უკრაინიდან იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო ისე, რომ არავისთვის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა და ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა თავიდან“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ავდოკატის შეფასებით, დღითიდღე უარესდება.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.

„უკვე 22 დღეა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ეს ბუნებრივია აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე აძლევს მას მხნეობას, მათ შორის იმის ძალას, რომ ადვოკატებთან ჩამოვიდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ანალიზებიდან პარამეტრები არის გაუარესებული და შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მდგომარეობა დამძიმდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გუშინდელი ინციდენტის მოკვლევას, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კომუნიკაცია და "სავარაუდოდ, არანაირი გაგრძელება არ ექნება ამ ინციდენტს და შესაბამისად, არანაირი შედეგი ამ მიმართულებით არ დადგება“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო