ზურაბ ჯაფარიძე - როცა მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ თბილისს უნდა ჰყავდეს ოპოზიციური მთავრობა, მერი, „ოცნება“ ვერ წავა წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ხარაკირი - თუ ამას გააკეთებენ, უფრო მალე დამთავრდებიან

როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ თბილისს უნდა ჰყავდეს ოპოზიციური მთავრობა, ისინი („ქართული ოცნება) ვერ წავლენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ხარაკირი, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ პრობლემებს შეუქმნიან არჩეულ მერს, მსგავსი ქმედება, დემონსტრაციულად ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის დასრულდება ძალიან ცუდად.

„მიუხედავად იმისა, რა რიტორიკა გვესმის „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებისგან და რა მოცემულობაა საკრებულოში, ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მათ მოუწევთ იმ რაღაცების გაკეთება, რისი გაკეთებაც არ უნდათ და ახლა აშინებენ ხალხს. ეს არის წინასაარჩევნო სტრატეგია. ხალხს იმას კი ვერ ეუბნებიან „ჩვენ ვართ კარგები“, ერთადერთი რაც დარჩათ, ეს არის ერთი მხრივ ზიზღის ფრქვევა და მეორე, შანტაჟი - თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, რაღაც პრობლემები იქნება და ვერ იმუშავებთ.

ვერ წავლენ ისინი დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, როგორ იქნება დაკომპლექტებული საკრებულო. როდესაც 30 ოქტომბერს დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ამ დედაქალაქს უნდა ჰყავდეს ოპოზიციური მთავრობა, ოპოზიციური მერი, მოადგილეები და ა.შ. ისინი ვერ წავლენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ხარაკირი და სეპუკუს ისინი არ გაიკეთებენ, - თუ გაიკეთებენ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მალე დამთავრდებიან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა