სააკაშვილის პირადი ექიმი - ერთ-ერთი პარამეტრი ცუდი იყო და გავუკეთეთ გადასხმა, ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა - ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დღეს მას სისხლის ანალიზი ჩაუტარდა, სადაც „ერთი პარამეტრი კარგი არ იყო“.

როგორც ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილის მკურნალობის საავადმყოფოში გაგრძელებაა საჭირო, თუმცა დღეს არა, რადგან „კრიზისმა გადაიარა“.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ასეთი კრიზისი გამეორდეს, ექიმი ამბობს, რომ ხვალ შესაძლებელია.

„აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა საკმაოდ კარგად ჩატარდა. ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა. საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება ბევრი რამე დაცული?“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ახლა სააკაშვილს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჰქონდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკეთესი მდგომარეობა აქვს ვიდრე ჰქონდა“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე