ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობაგამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს შეეხება

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობაგამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს შეეხება.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ გაეროს განვითარების პროგრამა დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის აცრის 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა, შეხვედრის მონაწილე ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ და აცრილიყვნენ. შეხვედრის შემდეგ 20-მდე პირი აიცრა“- აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს

„ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა აღნიშნ, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„საქართველოში პანდემიას უკვე 9 500-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქროს“, - აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.

განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვა აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას დაგვიბრუნებს.

„ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველომ კრიზისის დაძლევის საფეხური გაიაროს და კრიზისის შემდგომ აღდგენაზე გადავიდეს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებისა და ვაქცინაციისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, - განაცხადა UNDP-ის ანნა ჩერნიშოვამ.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებული მცდელობის მიუხედავად, დღეისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტია სრულად აცრილი, ხოლო ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

„ ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, UNDP-მ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთნენ, მათ შორის დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შვედეთი, შვეიცარია და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდი.

კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ამ მოკლე დროის მანძილზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა მოიცვა - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ახალგაზრდობა, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები“,- აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა - ინდირა რობაქიძემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაციის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება.

„ძალადობა გამოვლილი და მოწყვლადი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაციის შესახებ, სანდო ინფორმაციის მიღება, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინები და ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან“, - აღნიშნა ინდირა რობაქიძემ.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ გაეროს დღის, 24 ოქტომბრის, სულისკვეთებას ეხმიანება.

იხილეთ ვიდეო:საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობა გამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო