ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა. გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

„სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს მყიდველს.

ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.

გალერეის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათასი წლის ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა