ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის დროს საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.

„ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.

8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო