ირაკლი ღარიბაშვილი - გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაცმოძრაობა“ - პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს, ხურჩის ე.წ. ტერაქტი თვითონ დადგეს

ცაგერი არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვებისთვის სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, ჩვენს პარტიასთან. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გიორგი ნემსაძე,რომელიც გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით. სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში. ეს არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი, მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს.

გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. გაგახსენებთ ხურჩის ე.წ. ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი, ერთ-ერთი ქალბატონი დაზიანდა, დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს.

წარმოიდგინეთ, როგორი გამჭვირვალე და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ ჩვენ მართლაც სანიმუშო, ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. სრული მობილიზება გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ და არ მივცეთ საშუალება არცერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაცმოძრაობა“ - პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს, ხურჩის ე.წ. ტერაქტი თვითონ დადგეს - პრემიერი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა