ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მსჯავრებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

როგორც კობახიძე განმარტავს, რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

“მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, ამ სტანდარტის ფარგლებში სათანადო მოპყრობა იქნება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული მოქალაქეების წინაშე. რაღაც კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“,-აღნიშნავს კობახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო