პრემიერი - ძალიან ამბიციური გეგმები მაქვს და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად

ძალიან ამბიციური გეგმები მაქვს და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთვის და მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად. გეგმა მაქვს, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს, ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ განახლებული რეგიონების ფარგლებში, - ამის შეასხებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს“.

„ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი მოძალადეს, „კასტილებიან“ მკვლელებს და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რასაც ახლა საუბრობს.

„რამდენად დემოკრატიულია? შედარებისთვის, რა არის დემოკრატიული მაშინ მითხარით. თქვენ, ახლა პოლიტიკოსი ხართ თუ ჟურნალისტი?!“ - მიმართა ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებული დედაქალაქიდან, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ამ დესტრუქციულ ძალებს, მათ არ აქვთ არავითარი შანსი და მათ ჩვენ არავითარ შანსს დავუტოვებთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი. რევოლუციების, ქაოსის, ომების დრო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია! მათი ბოროტების მთავარი შემოქმედი ციხეშია და დიდხანს იჯდება ციხეში, ეს მინდა ვუთხრა, ყველა პროვოკატორს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდიად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ მეორე ტურის არჩევნები და ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება. მინიმუმ სამი წელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ რეალურ პრობლემებზე ვიფიქროთ, მოვაგვაროთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები,მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი განვითარება და მეტი პროგრესი შევიტანოთ ყველა რეგიონში“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს