ირაკლი კობახიძე - ლობისტებს თავისი საქმე აქვთ, ფულს იღებენ, ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველთვის ხდებოდა კრიმინალებისთვის ხელის დაფარება - ლობისტებს ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ინფორმაციას, რომ შსს-ს, სპეცრაზმს იყენებენ და აკავებენ პირებს, რომელიც მათთვის არასასურველი კადრია, ასევე იგეგმება სპეცრაზმის გადაყვანა ზუგდიდში, კობახიძემ უპასუხა, რომ „გუშინ “ფეიკი“, სრულიად მოგონილი ინფორმაცია გავრცელდა“.

რაც შეეხება კონკრეტული პირების დაკავებას, როგორც კობახიძე განმარტავს, ვინც შემჩნეულია გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებაში, „ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“.

„ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველთვის ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის მათი რეალური სახის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, თავისი კრიმინალური შემადგენლით, მათ შორის, ადამიანური რესურსებით, რომლებიც კრიმინალთან არიან დაკავშირებულები. ეს არის ამთი სახე“, - აღნიშნავს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იცავენ „კრიმინალებს ევროპარლამენტარები“, კობახიძე, განმარტავს, რომ „ლობისტებს ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს“.

„გახსოვთ რურუაზე, ოქრუაშვილსა და უგულავაზე, ცნობილ კრიმინალებზე რა ხდებოდა. კონკრეტული, ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ მათ ევროპარლამენტში, თუმცა, მათი ხმა გადამწყვეტი არ არის.

სამწუხაროდ, ცალკეულ ეტაპზე, მათი ჩარევა წარმატებული აღმოჩნდა, კერძოდ, მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზირება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა კონკრეტული დამნაშავეები, სხვა შემთხვევაში, სხვა გზით მოხდა ამნისტიის კანონით გამოშვება და ასე შემდეგ.

მათ მართლმსაჯულების პოლიტიზების წარმატებული მაგალითები ჰქონდათ. ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი. კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირების საშუალებას აღარ მივცემთ! ლობისტებს თავისი საქმე აქვთ, ფულს იღებენ, ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს. რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზირებას, ერთხელ და სამუდამოდ, დაესვა წერტილი“, - აღნიშავს კობახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა