ირაკლი კობახიძე - თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ მეორე ტურში სადმე მოიგეს არჩევნები, ისინი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ოპოზიციონერმა კანიდატებმა სადმე მოიგეს მეორე ტურში, ასეთ შემთხვევაში, ისინი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდებიან.

„ეს არის მათი დღის წესრიგი, მათ უნდოდათ ქვეყნის მასშტაბით ამის გაკეთება, თუმცა ეს ე.წ. რეფერენდუმი წააგეს და აქედან გამომდინარე, მათ არეულობის ქვეყანაში შემოტანის არავითარი რესურსი აქვთ. თუმცა, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ სადმე მოიგეს არჩევნები, მეორე ტურში მუნიციპალურ დონეზე, ასეთ შემთხვევაში, ისინი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შეეცდებიან დესტრუქციის კერის შექმნას. აქედან გამომდინარე, არცერთ მუნიციპალიტეტში, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ არჩევნების მოგების საშუალება, ეს არის პრინციპული. საზოგადოებამ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს ამ პოლიტიკურ ძალას, ოცივე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური“, აცხადებს კობახიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს