მამუკა ხაზარაძე - დადგა დრო ძალიან დიდი ცვლილებების!

დადგა დრო ძალიან დიდი ცვლილებების არა მარტო თბილისში, არამედ, საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დიდ დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში და ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს.

„დარწმუნებული ვართ, რომ დადგა დრო ძალიან დიდი ცვლილებების არა მარტო თბილისში, არამედ, საქართველოს მასშტაბით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქმა და სრულიად საქართველომ დაიწყოს ახალი ცხოვრება, დამარცხება სიღატაკის, უმუშევრობის, უპერსპექტივობის, უიმედობის. დადგა დრო, რომ დავიწყოთ რეფორმები, სწრაფი აღმავლობა, სწრაფი გაძლიერება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი და ვიცე-მერობის კანდიდატები თბილისის მასშტაბით შეხვედრებს მართავენ. დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ისინი ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობას შეხვდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო