ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავასრულებთ ამ თეატრს, რომელსაც  24 საათის განმავლობაში ისმენს მოსახლეობა პატიმარ სააკაშვილზე, მის შიმშილობაზე თუ დიეტაზე

სამუშაო ადგილები და განვითარება, ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო და გასაკეთებელი საქმე არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამაზე წინასწარი კვლევებიც მეტყველებს.

„მე ვარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ხალხმა ჩვენს პარტიას გამოუცხადა ნდობა, ჩვენ 47%-იანი ლეგიტიმაცია გვაქვს, მე ვესაუბრები ჩვენს ხალხს, თქვენ, როგორც ჟურნალისტი ვალდებული ხართ, დაამთავრებინოთ პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება. ჩვენი წინასწარი კვლევებით, განწყობებით, ვიცით რა, რა ხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში, იცით თქვენც, იციან მათაც, რომ ყველგან მარცხდებიან და დამარცხდებიან და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ხალხს დღეს სჭირდება სიმშვიდე, ქვეყანას სჭირდება, ყველას გვჭირდება სიმშვიდე, განვითარება, საქმე, პროგრესი, კეთილდღეობა. სამუშაო ადგილები და განვითარება, ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო და გასაკეთებელი საქმე არჩევნების შემდეგ. ჩვენ დავასრულებთ ამ უმსგავსობას, ამ თეატრს, რომელსაც ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ისმენს ჩვენი მოსახლეობა - პატიმარ სააკაშვილზე, მის შიმშილობაზე თუ დიეტაზე, აბსურდულ პანიკასა თუ ქაოსზე, რომელიც მათგან მომდინარეობს, აი ამ ყალბ პროპაგანდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო