ნათია თურნავა - საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვიმსჯელეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, უკრაინასთან ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც ეკონომიკური, ასევე ტურიზმის მიმართულებით.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, შავ ზღვაზე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურების შესაძლებლობები, ასევე დამატებითი საბორნე-საფიდერო მიმოსვლის აქტუალიზაცია. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.

ნათია თურნავას თქმით, უკრაინა ტრადიციულად ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის, ნომერ მესამე პარტნიორი ტოპ ათეულში და პანდემიის პერიოდშიც კი ძალიან ბევრი უკრაინელი ტურისტი გვსტუმრობს.

მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთობების გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განვითარების თვალსაზრისით.

„უკრაინულ მხარეს შევთავაზეთ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 600-ზე მეტი ერთობლივი კომპანია არსებობს, პოტენციალი ამ მხრივ მეტი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სწრაფი ტემპით ზრდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე 57%-ით გაიზარდა.

„ყველა ამ საკითხზე მე და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა დეტალურად ვიმსჯელეთ და ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ძალიან სწრაფად აყვანის იმედი გვაქვს“, - დასძინა ნათია თურნავამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა