პრემიერი - 2 წლის წინ იყო პროექტი, რაც ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებას ითვალისწინებდა, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა, ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია.

როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ და დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია უკვე ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ვიმუშავებ თითოეულ მერთან, მექნება მათთან მჭიდრო ურთიერთობა, გვექნება ძალიან კარგი კოორდინაცია იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტები განვახორციელოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა