ვლადიმერ კონსტანტინიდი ალიკანტეში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, დელეგაციის სხვა წევრებთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან ერთად, ესპანეთის სამეფოში, ქ. ალიკანტეში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადად ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებს.

შეხვედრაზე გაიმართა ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის შეადგინა. გზამკვლევები ასევე შექმნილია იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დაესწრნენ სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებულ საზეიმო ღონისძიებას - „ივერიიდან იბერიამდე", რომელიც საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა და რომელსაც 100-მდე მოწვეული სტუმარი, ქართული დიასპორა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო