კახა კალაძე - თბილისელებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია

დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით დამაჯერებლად დავიმარჯვებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ მხარეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მეორე მხარეს კი არაფერი.

"რაც შეეხება მეორე ტურს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და ყველა იმ რეგიონისთვის, სადაც ტარდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის მხარდაჭერით და თანადგომით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ რა არჩევანი გვაქვს დღეს. ერთ მხარეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს უბნების, რაიონების, ქუჩების მიხედვით. მეორე მხარეს კი საერთოდ არაფერი. მთელი კამპანიის გარეშე არაფერზე საუბრობდნენ, არანაირი პროგრამა, არანაირი ხედვა. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება თბილისელებისთვის მარტივია",- აღნიშნავს კალაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა