ირაკლი ღარიბაშვილი - ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე, კაცმა, რომელსაც წარმატებული ბანკირის იმიჯი ჰქონდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე

ხაზარაძე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძე კრახით დაამთავრებს.

„რაც შეეხება ხაზარაძეს, ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური; იგი იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე. ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის საშუალებით მთელი ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს წარმატებული ბანკირის იმიჯი ჰქონდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური. საერთოდ როგორ ბედავს ეს კაცი, რომ ჩვენზე და ლაპარაკობს, თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ამიტომ ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს არჩევნებზე. ასეც დაამთავრებს კრახით, ისევე, როგორც წინა არჩევნებზე დაამთავრა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები. მისივე თქმით, უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა