პრემიერი - ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი- საერთოდ რატომ აწვალებს ანზორ მელიას? მას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე

ანზორ მელიას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, არც მუნიციპალიტეტის მუშაობაზე, არ იცის ბიუჯეტი, არ იცის როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და საერთოდ რატომ აწვალებს ამ კაცს? საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება შვილი, ის როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს და ოჯახის წევრებს? ამით ხომ ყველაფერი ნათელია?! - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, რომელიც აცხადებს, „დადის ირაკლი ღარიბაშვილი რაიონიდან რაიონში და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება“.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, „მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

„მოსახლეობას მინდა შევახსენო, კაცი, რომელიც პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს. ამერიკაში ამისთვის მოგეხსენებათ, რომ 4 კაცი ადგილზე მოკლეს და 300-ზე მეტი გაასამართლეს - 30, 40 წელი და ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დღეს ასეთი კაცი არის თბილისის მერობის კანდიდატი. ეს კაცი გამოდის და მე მიხდის მადლობას კონტრასტი რომ ვაჩვენოთ მეტი ილაპარაკეო. ბევრს ვილაპარაკებთ მანამ, სანამ არ დავასრულებთ მათ, ამ კრიმინალურ საქმიანობას. ხალხი ძალიან სწორად აკეთებს ანალიზს, შემთხვევითი არ არის, რომ არა მელიას პარტია, არა დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილის პარტია, არამედ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ პარტიაა გამარჯვებული. 47%-იანი ლეგიტიმაციით გვაქვს უმაღლესი ნდობა ჩვენი მოსახლეობის და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს. ბოლოს ისევ მელიას ვუპასუხებდი, არჩევნებამდე ვიტოვებ ამ ფუფუნებას ამ კრიმინალებზე რომ ვილაპარაკო, ზუგდიდში ვიყავი ჩასული და ანზორ მელიაზე გავაკეთე კომენტარი. კონტრასტი თუ უნდა, დიახ, შევახსენებ, ანზორ მელიას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, არც მუნიციპალიტეტის მუშაობაზე, არ იცის ბიუჯეტი, არ იცის როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და საერთოდ რატომ აწვალებს ამ კაცს? საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება შვილი, ის როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს და ოჯახის წევრებს? ამით ხომ ყველაფერი ნათელია?! მეორეც, ჩვენს მხარეს ზუგდიდში გვყავს უწესიერესი კაცი, მამუკა წოწერია. მე პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრი ვაპირებ, რომ პირადად ვემუშავო თითოეული მუნიციპალიტეტის მერს. ჩათვალეთ, რომ მე ვიქნები ჩართული ზუგდიდშიც, ქუთაისშიც, თელავშიც და ყველა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. პირადი კონტროლი მექნება ყველა იმ სამუშაოზე და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც ჩვენი გუნდის ინიციატივებით მომავალი წლიდან დავიწყებთ. ასე რომ, ნურავის ექნება ილუზია და ნურც ამ კრიმინალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სამეგრელოში სპეცრაზმის სავარაუდო მობილიზებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „დადის ირაკლი ღარიბაშვილი და მადლობა მას კვლავ და იწყევლება რაიონიდან რაიონში. იწყევლება, იწყევლება, იწყევლება“.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნებას“ სამგრელოში არჩევნები წაგებული აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა