ირაკლი კობახიძე - თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, დაზარალდება მოსახლეობა

თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი , - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბაღდათის მერობის კანდიდატ კახა ენუქიძესთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს საბოტაჟისთვის.

„ჩვენ გვახსოვს კონკრეტული მაგალითები 2012-14 წლებში, როგორ იყენებდა მერის პოზიციებს, გამგებლის მაშინდელ პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. „საუკეთესო“ მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა ქალაქში და მთელი თანხები, რაც განკუთვნილი იყო თბილისისთვის, პრაქტიკულად მიმართა საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს „ნაცმოძრაობა“, ამ მიდგომით დაზარალდება მოსახლეობა. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი. ისინი მუდმივად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საბოტაჟი განახორციელონ, ამის არავითარი შანსი აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ როგორც თვითმმართველობის არჩევნები, ისე ე.წ. რეფერენდუმი. ამის საშუალება მცირედი დოზითაც კი არ უნდა მივცეთ მათ არც ადგილობრივ დონეზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბაღდათში იყო ბოლო შეხვედრა დასავლეთ საქართველოში პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან.

„ბაღდათში ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს კახა ენუქიძის სახით, რომელსაც ძალიან მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში მოეგო, თუმცა, დარწმუნებული ვართ მეორე ტურში მის გამარჯვებაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს