იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი კონკურსს აცხადებს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - ,,სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის" მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ წარმოადგენს მინისტრის აპარატის მიერ ახლად დანერგილ სასწავლო ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და განივითარონ ახალი უნარები, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მოახდინონ თავიანთი თემის საჭიროებების, რესურსების იდენტიფიცირება და მიიტანონ ის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

„პროექტის ფარგლებში 18-29 წლის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, ისწავლონ პროექტის წერა და პრაქტიკაში მათი განხორცილება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.

პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების მიერ დევნილთა ჩასახლებებში შეხვედრების ორგანიზებას, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც დაიწერება პროექტები, ხოლო მათგან ორი საუკეთესო იდეა განხორციელდება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გამოგზავნონ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო