გლდანში, „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სასაწყობო შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.