ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს

სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900.000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500.000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. მათი განმარტებით, კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, საწარმოში, წელს პირველად, 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. მათივე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„ჩვენი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის გადამმუშავებელი 26 კოოპერაციული საწარმოა შექმნილი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერი და შეამციროს პროდუქციის თვითღირებულება როგორც პირველადი წარმოებისას, ასევე, გადაამუშაოს პროდუქცია და მეტი შემოსავალი მიიღოს დამატებითი ღირებულების სახით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის მოსახლეობისათვის.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან - 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან - 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12.4 მლნ ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო