ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სერბული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მაღალრეიტინგული ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ალავერდი, შილდა, სიღნაღი, ბოდბე, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, უშგული მოინახულეს. დაათვალიერეს მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ასევე ეწვივნენ ვანს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ 30 - წუთიან რეპორტაჟს მოამზადებენ გადაცემა „პლანეტარიუმისათვის". გადაცემას საშუალოდ 2.2 მილიონი მაყურებელი ჰყავს, ხოლო მეორე გადაცემაში VreleGume ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს მოუთხრობენ საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის უპირატესობაზე, გადაცემის მაყურებლის საშუალო რაოდენობა 1.4 მილიონს შეადგენს.

პრეს-ტურის შემდეგ ოთხი 5 - წუთიანი ვიდეო რგოლი Georgia From my Angle მომზადდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს გასტროკულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ სამი სტატია გამოქვეყნდება, ცალკე სტატია მიეძღვნება ქართულ მუზეუმებსა და დაცულ უნიკალურ რელიკვიებს. პარალელურად ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტები და ბლოგერები სტატიებს, ბლოგებს, ფოტო-ალბომებსა და ჩანახატებს მოამზადებენ ბალკანეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისა და ვებ-გვერდებისთვის.

„საქართველოს ერთერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტების ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ სერბეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ვმასპინძლობთ. ტურში როგორც ტელეკომპანიების ასევე ბეჭდური მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შედეგად საქართველოს შესახებ ორ გადაცემას სერბეთის წამყვანი ტელევიზიები აჩვენებენ. პარალელურად მომზადდება ვიდეორგოლები, დაიბეჭდება სტატიები. ამ ტურის მიზანია ჩვენი თანამედროვე სერვისების, ტურისტული პროდუქტების ღვინისა და გასტრონომიის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

"დღეს ჩვენ ცნობილ ღვინის რეგიონში ვიმყოფებით, დავათვალიერეთ ეკლესიები. საქართველოს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ ვაპირებთ მთიანი რეგიონების მონახულებას. საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მოგზაურებს. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი. ეს არის ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება საოცარი ხალხით. მე ვურჩევ როგორც სერბებს, ასევე ბალკანეთის რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომ საქართველოში იმოგზაურონ“, - აცხადებს ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა