ირაკლი ღარიბაშვილი - ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ფრიდონ სულაბერიძემ მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით ყველაზე დიდი ჯილდო - ხალხის სიყვარული მოიპოვა.

"ჩვენს ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს 80 წელი შეუსრულდა. ბატონმა ფრიდონმა მთელი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, ჩვენი კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.

მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით მან ყველაზე დიდი ჯილდო - ხალხის სიყვარული მოიპოვა. გულითადად ვულოცავ იუბილეს ბატონ ფრიდონს და კვლავაც დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს