ბექა ბასილაია - ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც კონსილიუმმა განსაზღვრა

სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანა, ეს არის ცალსახა პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან-ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც კონსილიუმმა განსაზღვრა , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არც ჯანმრთელობის მიზნებისთვის არ არის მიზანშეწონილი და არც მისი უსაფრთხოებისთვის.

"ნიკა გვარამიას გაჟღერებულ ინფორმაციას მეტს ვერ დავამატებ, თუმცა ის ინფორმაცია, რაც ნიკა გვარამიამ გააჟღერა, ნამდვილად გვაქვს.

რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისედაც კარგად გვესმის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პრეზიდენტის, რომელმაც ორგანიზებული დანაშაული დაამარცხა საქართველოში, გადაყვანა გლდანის დაწესებულებაში ეს არის ცალსახა პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ციხის საავადმყოფო არც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც კონსილიუმმა განსაზღვრა და უფრო მეტიც მიმდინარე პერიოდში იყო არაერთი შემთხვევა სხვადასხვა პატიმართან დაკავშირებით, არ მინდა სახელებით და გვარებით ვისაუბრო, როდესაც მოშიმშილე პატიმარი პირდაპირ გადაიყვანეს "ვივა მედში". ასეთი პრაქტიკა არსებობს, შესაბამისად ღარიბაშვილის განცხადება არის პოლიტიკური დევნის მკაფიო და აშკარა მაგალითი.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, ყველას გვესმის, რომ ყოველდღიურად მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობა სულ უფრო რთულდება", - განაცხადა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო