ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - "გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრებს თუ სურვილი ექნებათ, ალბათ, მონაწილეობას მიიღებენ, მე სხვა ტიპის კამპანიის რეჟიმში ვარ

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" წევრებს ინდივიდუალურად თუ ვინმეს სურვილი ექნება, ალბათ, მონაწილეობას მიიღებს, მე სხვა ტიპის კამპანიის რეჟიმში ვარ ამ წუთში, სხვა ტიპის კამპანიით ვარ დაკავებული , - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა პერმანენტული აქციები შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ამ წუთში მთავარი არის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს გავიმარჯვოთ, მათ შორის თბილისში. მგონია, რომ ზოგადად, ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას გადატეხს, მერე უკვე გავიდეს ქვეყანა ხელახალ არჩევნებზე", - აღნიშნა მან.

მან განმარტა, თუ რატომ არ მონაწილეობს თავად დღევანდელ აქციაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ემხრობა.

"შეიძლება რაღაცას ვეთანხმებოდე, მაგრამ რაღაც აქციაში არ ვმონაწილეობდე, ამაში გასაკვირი არაფერია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პარტია აქციას მართავს, ვისაც უნდა მივა, ვისაც არ უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იგეგმება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს