ელენე ხოშტარია - პატიმრის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია

პატიმრის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, როდესაც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაზე კითხვის ნიშნებია დარჩენილი, ეს ქვეყანას აზიანებს.

„ადამიანური, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუშვებელია, რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს სათანადო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. ექიმები, ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა მრავალპროფილური კლინიკა და რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამდენხნიან შიმშილობაზე, ეს აუცილებელია. ზოგადად, პატიმრის მიმართ ის უღირსი დამოკიდებულება, რასაც არაადამიანურად ავლენს „ქართული ოცნება“, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა ვარიანტში, მან უნდა მიიღოს სრული სამედიცინო დახმარება, ეს არის ძალიან დიდი ზიანი ქვეყნისთვის, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობაზე კითხვის ნიშნები არის დარჩენილი. ეს დისკუსიაც კი აბსოლუტურად გაუმართლებელია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის