ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ძალიან კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ, რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე ვერ ვიქნები

ძალიან კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ - რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე ვერ ვიქნები, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს რუსთავში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბევრი შეხვედრა გაიმართა და კიდევ ბევრი აქცია იგეგმება.

„ჩვენ საარჩევნო კამპანია გვაქვს, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, ძალიან დიდი აქცია იყო, რომელსაც, მათ შორის მეც შევუერთდი. ძალიან ბევრი აქცია იგეგმება, აქტივისტები ციხესთან აქტიურობენ. ძალიან კარგია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ. რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე ვერ ვიქნები“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსთავში, 18:00 საათზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა