პრემიერი - არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება - ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მეორე ტურს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები

ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში. არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე ლაპარაკს და არა მხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მან თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, თიანეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუთმოს გზა და „ნაციონალების“ წისქვილზე წყალი არ დაასხას“.

„თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, თიანეთის მერი გახდება. მოგეხსენებათ, აქ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს. ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს. მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ ნაყოფიერ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო. მოგეხსენებათ, 4 წლის წინ დამსახურებულად გაიმარჯვა მაშინ თამაზ მეჭიაურმა და ეს იყო არასტაბილურობის 4 წელი. არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში ბევრი სირთულე იყო, საბოლოოდ, ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახა. 10-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, მაგრამ ვინაიდან, მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი და კერა. ამიტომ, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს. ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიცის წარმომადგენლები, ისინი ვერც ერთ ქალაქში ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით და გამოკითხვებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა