პრემიერი ოპოზიციაზე - რაც მალე შეეგუებიან წაგებას და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის, ვურჩევდი დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა პროფესიაზე

რაც მალე შეეგუებიან წაგებას და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას მით უკეთესი მათთვის, მე ვურჩევდი დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა პროფესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ“ არჩევნები წააგო და მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად ოპოზიცია საკუთარ თავს არჩევნებში გამარჯვებულად აცხადებს.

,,როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა. საკუთარ თავს იტყუებენ ამ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში სიტუაცია დაძაბონ, აბსურდული თეატრები დადგან. ეს მცდელობაც კრახით დამთავრდება და ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ. ამ რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო არჩევნები, 47%-იანი შედეგი დავდეთ, მათი მთავარი ლიდერი, ბელადი, ეს ავადმყოფი კაცი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად გამოდიან და ამბობენ გავიმარჯვეთ არჩევნებშიო, წარმოიდგინეთ როგორ ილუზიებში არიან. რაც მალე შეეგუებიან წაგებას და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას მით უკეთესი მათთვის, მე ვურჩევდი დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა პროფესიაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა