ბადრი ჯაფარიძე - რუსთავში პარტიის ოფისში შევარდნენ და სცემეს საკრებულოს არჩეული წევრები, რაც არის გამოწვევა, რომ ვუპასუხოთ, ამაზე არ წამოვეგებით

პარტიის ოფისში შევარდნენ და სცემეს საკრებულოს არჩეული წევრები - ეს არის გამოწვევა იმისთვის, რომ მათ ვუპასუხოთ, ჩვენ ამაზე არ წამოვეგებით , - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მშვიდობიანად გააგრძელებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიას და მშვიდობიანად დაამარცხებენ "ქართულ ოცნებას" ყველა იმ დიდ ქალაქში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ჩვენი კამპანია არის დადებითი, ვხდებით ადამიანებს და ისინი გამოხატავენ დიდ კმაყოფილებას და აღტაცებას, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთად ვართ და მათ ერთობლივ მართვას ვთავაზობთ, ვთავაზობთ გამოსავალს ამ გაჭირვებიდან, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა და პასუხად "ოცნებისგან" ვიღებთ ლანძღვას, გინებას და ყოველდღიურად მცდელობას, რომ ჩვენი მხარდამჭერები დაამცირონ, დააშინონ და მათი მხრიდან დღეს ეს მცდელობა ახალ ეტაპზე გადავიდა. პარტიის ოფისში შევარდნენ და სცემეს საკრებულოს არჩეული წევრები. ეს არის გამოწვევა იმისათვის, რომ მათ ვუპასუხოთ, ჩვენ არ წამოვეგებით ამაზე და ჩვენი კამპანია გაგრძელდება ისეთივე მშვიდობიანად, როგორც აქამდე იყო. ჩვენ მშვიდობიანად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, ყველა იმ დიდ ქალაქში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ესკალაციას, მათი მხრიდან ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ჩვენ სიმშვიდეს დავუპირისპირებთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა