ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას , - ამის შესახებ პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოქალაქეები არ უნდა ვაიძულოთ, მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ პანდემიასთან ბრძოლაში.

"ჩვენ მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანეთ, პირადად მე ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. ვაქცინაციაში ჩავერთოთ და ავიცრათ. ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ, მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ეფექტური შედეგი. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან, ბევრ ევროპულ სახელმწიფოში და ასევე ამერიკაში არის ანტივაქსერების მძლავრი კამპანია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არა ყალბ ინფორმაციებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა